MZE – New Member of Polish-Georgian Chamber of Industry and Commerce

LLC “MZE” is the new member of Polish-Georgian Chamber of Industry and Commerce. It cooperates in professional and household communications systems.

1. Can you tell us a bit about MZE activities in recent years?

LLC “Mze” was founded in 1997. The company currently holds the leader position in professional and household communications systems. LLC “Mze” is the authorized partner of some of the world’s leading brands of communications systems in Georgia and the South Caucasus region, including: Motorola Solutions, Panasonic, Kenwood, NEC, Sharp, Vizard, Harriss, Zebra, hama, TRENDnet. The company has its own material-technical base, authorized service center and team of qualified staff as well as multilateral support for partner organizations.

In order to simplify the relationship with the customer, the company has divided the sphere of activities:

  • Professional Communication Department;
  • Department of Household appliances;
  • Information Security Operations Center/ISOC, which was created early this year and represents the first such structure in the private sector of Georgia.

2. What was the biggest project you were working for/with?

The company is actively working towards both government and private sectors. The company has a large scope of projects in the government sector in the direction of communications, whereas the company’s partners and supporters were Motorola Solutions, Panasonic, Kenwood, NEC, Harriss, Zebra and other large companies. Among the clients are ministries of defense and internal affairs, as well as other state agencies.

3. What is your main interest/offer according security/military companies in Poland?

The company’s interest in Polish companies is to implement joint projects with Georgia in defense and security. Also to become a partner of Polish companies not only in Georgia, but in whole Transcaucasus – company has all necessary resources. In addition, the company’s interest is to establish contacts and cooperation with Polish companies working in information and communications, as well as information security and cryptography.

The company has a special interest in establishing partnership relations with Polska Grupa Zbrojeniowa (PGZ) and WB Group, which are leading companies, have sufficient experience and work in the direction of our company’s interest’s scope.

4. What are plans of MZE for future?

Our company’s future plans are to continue to initiate and implement projects in both government and private sectors. Also to develop information security, to have partnership relationships with the world’s leading companies and to acquire more segment of local and international / regional markets.

Visit the web-page: mze.com.ge

 

Georgian Version:

შპს “მზე” პოლონურ–ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის ახალი წევრია. იგი ლიდერ პოზიციებს იკავებს პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო კავშირგაბმულობის სისტემების მიმართულებით.

1) თუ შეგიძლიათ მოგვიყვეთ კომპანია MZE–ს საქმიანობის შესახებ?

შპს ”მზე” დაარსდა 1997 წელს. კომპანია დღეისთვის ბაზარზე იკავებს ლიდერის პოზიციას პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო კავშირგაბმულობის სისტემების მიმართულებით.
შპს ”მზე” კავშირგაბმულობის სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული პარტნიორია საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელთა შორის არიან Motorola Solutions, Panasonic, Kenwood, NEC, Sharp, Vizard, Harriss, Zebra, hama, TRENDnet.
კომპანიას გააჩნია საკუთარი მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, ავტორიზებული სერვის ცენტრი და კვალიფიციური თანამშრომლების გუნდი, ასევე პარტნიორი ორგანიზაციების მრავალმხრივი მხარდაჭერა.
მომხმარებელთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, კომპანიას საქმიანობის სფერო გაყოფილი აქვს შემდეგ მიმართულებებად:
– პროფესიული კავშირგაბმულობის დეპარტამენტი;
– საყოფაცხოვრებო საშუალებების დეპარტამენტი;
– ინფორმაციული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრი/Information Security Operations Center/ISOC, რომელიც შეიქმნა ამა წლის დასაწყისში და წარმოადგენს პირველ მსგავს სტრუქტურას საქართველოს კერძო სექტორში.

2) რა იყო უდიდესი პროექტი, რომელზეც/რომელთან ერთადაც გიმუშავიათ?

კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სამთავრობო, ისე კერძო სეტორის მიმართულებით. კომპანიას სამთავრობო სექტორში განხორციელებული საკმაოდ დიდი მოცულობისა და მასშტაბების პროექტები კავშირგაბმულობის მიმართულებით, რომლის დროს კომპანიის პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ Motorola Solutions, Panasonic, Kenwood, NEC, Harriss, Zebra და სხვა მსხვილი კომპანიები. კლიენტთა შორის არიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე სხვა სახელმწიფო სამსახურები და სააგენტოები.

3) რა არის თქვენი უმთავრესი ინტერესი/შეთავაზება უსაფრთხოების/სამხედრო კომპანიებისთვის პოლონეთში?

კომპანიის ინტერესს პოლონური კომპანიების მიმართ წარმოადგენს მათთან საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება. ასევე გახდეს პოლონური კომპანიების პარტნიორი არამარტო საქართველოში, არამედ თუ შესაძლებელია მთელ ამიერკავკასიაში, რისი რესურსებიც კომპანიას გააჩნია. გარდა ამისა კომპანიის ინტერესს წარმოადგენს იმ პოლონურ კომპანიებთან კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობა, რომლებიც მუშაობენ ინფორმაციული და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კრიპტოგრაფიის სფეროში.

კომპანიას განსაკუთრებული ინტერესი აქვს დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა  Polska Grupa Zbrojeniowa (PGZ) – თან და WB Group – თან, რომლებიც არიან ლიდერი კომპანიები, გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება და მუშაობენ იმ მიმართულებით, რაც არის ჩვენი კომპანიის ინტერესის ფარგლებში.

4) როგორია МZE-ს სამომავლო გეგმები?

ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმებს წარმოადგენს გააგრძელოს პროექტების ინიცირება და განხორციელება როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორში. აგრეთვე, განავითაროს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულება, იქონიოს საპარტნიორო ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან და აითვისოს როგორც ლოკალური, ისე საერთაშორისო/რეგიონალური ბაზრის სულ უფრო მეტი სეგმენტი.

 

ეწვიეთ ვებ–გვერდს: mze.com.ge

18 ოქტომბერი 2018