GLOBAL BUSINESS & INVESTMENT FORUM “Business Sustainability – A Key Business Value of the 21st Century”

The upcoming Global Business & Investment Forum will be held on October 5-6 in Biltmore Hotel Tbilisi.

This Forum is an annual event hosted in Tbilisi, Georgia by Georgia and Asia-Africa Chamber of Commerce and Union of Business Ladies.

One of the official partner of Global Business & Investment Forum is Polish-Georgian Chamber of Industry and Commerce.

The Forum features a range of guest speakers from all over the world, including government officials, business executives, potential investors, CEOs and entrepreneurs.

One of the core objectives of the forum is to serve as a platform to connect the world’s top businesses and the most successful startups. Additionally, the forum sets out to assemble local and international delegates, in an effort to facilitate resource sharing and mutual support.

Government of Georgia and officials are supporting the Forum while being actively engaged in the event. Therefore, the Forum Audience will be welcomed by the Prime Minister of Georgia, Mamuka Bakhtadze. the Mayor of Tbilisi, Kakha Kaladze and the Vice Prime Minister and Minister of Regional Development and Infrastructure of Georgia, Maya Tskitishvili.

Global Business Forum 2017 hosted delegates from 17 countries, including UK, Kazakhstan, Greece, India, Czech Republic, UAE, Turkey, China, US etc. Around 200 people participated in the Business Forum.
CEOs, directors, top managers and representatives of other executive branches of local and international organizations are to attend the GBIF.

 

5-6 ოქტომბერს, სასტუმრო ბილტმორში ტარდება მეორე გლობალური ბიზნესისა და უკვე ინვესტირების ფორუმი, რომელიც მასპინძლობს 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს/დელეგატს როგორც საქართველოდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი” წარმოადგენს “საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის” და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც უკვე მეორე წელია თბილისში იმართება.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის” ერთ–ერთი ოფიციალური პარტნიორი არის პოლონურ–ქართლი სავაჭრო და სამრეწველო პალატა.

ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო დონის სპიკერებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიებაზე შეხვდებით ტოპ მენეჯერებს, მეწარმეებს, მრავალი წარმატებული ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და პოტენციურ ინვესტორებს.

„გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოტენციალისა და საინვესტიციო შესაძლებლობების წარდგენა, საქმიანი ადამიანების წრის გაფართოება, საერთაშორისო კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება.

საქართველოს სამთავრობო სექტორი საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს ფორუმის ორგანიზებას და უშუალოდ ჩართულია ღონისძიებაში. ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე. აგრეთვე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ქალაქ თბილისის მერი, კახა კალაძე და საქართველოს ვიცე-პრემიერი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი.

2017 წლის ღონისძიების ფარგლებში ფორუმმა უმასპინძლა 200-მდე დელეგატს 17 ქვეყნიდან. “გლობალურ ბიზნეს ფორუმში” აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მერია და საკრებულო. ფორუმის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო პალატების მხარდაჭერამ.

ფორუმს დაესწრებიან სხვადასხვა ორგანიზაციის დამფუძნებლები, დირექტორები, ტოპ-მენეჯერები და სხვა მმართველი რგოლის წარმომადგენლები.

21 სექტემბერი 2018