Uvie’s Berries–ს უკვე 25 წელია, რაც კენკრა მოჰყავს.

Uvie’s Berries–ს უკვე 25 წელია, რაც კენკრა მოჰყავს.

მათი ძირითადი პროდუქცია არის მარწყვი და მოცვი. გარდა ამისა, ზრდიან ასევე ეგზოტიკურ ბოსტნეულს, როგორეებიცა იასამნისფერი კარტოფილი, Russet Burbank, აგრეთვე, სხვადასხვა სახის სალათა (Radicho, Romaine და სხვ.). კომპანიას აქვს საქართველოდან დუბაიში, დოჰაში, სინგაპუსა და ჰონგკონგში ალუბლით, მოცვითა და მწვანილით ვაჭრობის გამოცდილება.

მათ გურიის რეგიონში, კერძოდ ოზურგეთში, 20 ჰექტარზე განთავსებულ მოცვის ბაღში მომავალს ჩაუყარეს საფუძველი. ტერიტორია ბუნებრივადაა თავსებადი მოცვის მოსაყვანად, შესაბამისად დიდი იმედი აქვთ, რომ პლანტაცია მარტივად შეძლებს შესანიშნავი მოსავლით ევროპული ბაზრის მომარაგებას. მათ საერთაშორისო უსაფრთხოების სერტიფიკატი აქვთ მიღებული და მზად არიან საკუთარი მოცვი 2018 წლის ზაფხულშივე ევროპაში გაიტანონ.

ინტერვიუ:

მოკლედ რომ მოგვყვეთ თქვენი კომპანიისა და ბიზნეს მოდელის შესახებ.

– ჩვენ მოგვყავს და ექსპორტზე გაგვაქვს მოცვი. ამასთანავე სხვადასხვა სახეობის ხილსა და ბოსტნეულს ვყიდით შუა აზიაში.

 

თქვენი აზრით, რა ძირითადი დაბრკოლებები არსებობს საქართველოდან კენკრის ექსპორტის მხრივ?

– ძირითადად საკითხი ეხება ტრანსპორტირებას/ლოგისტიკას. იშვიათი საავიაციო გადაზიდვების გამო, რთულია პროდუქციის ექსპორტზე გატანა და ამ პროცესის შენარჩუნება. კიდევ ერთი ბარიერი არის სახელმწიფო ნებართვები, თუმცა აღნიშნული პრობლემა, მთავრობის ინიციატივების მეშვეობით, გამოსწორებადია.

რა არის Uvie’s Berries-ს სამომავლო გეგმები?
– 1. შევქმნათ თანამედროვე შესაფუთი სისტემა პროდუქციის ექპორტირებისა და იმპორტირებისთვის.
2. შეიქმნას მოცვის, ჟოლოსი და მაყვლის ფართომასშტაბიანი წარმოება და სავაჭრო ბიზნესი.
12 ივლისი 2018