The Interview with the company “Zupbadura”

 „Zupbadura“ შპს.  ბაზარზე ოპერირებს 2012 წლიდან. კომპანიის საქმიანობა გულისხობს ტექნოლოგიურად რთული მექანიზმებისად და დანადგარების წარმოებას, ნავთობის, ენერგიისა და გემთმშენებლობის სფეროში, რაც ხსნის კომპანია ZUPBADURA-ის ინფრასტრუქტურის ფართო სპექტრს.

კომპანია სთავაზობს დანადგარების კომპლექსურ დამზადებას, სანდო დოკუმენტაციის და სერთიფიკატების გამცემი ასოციაციების ზედამხედველობის ქვეშ, კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად.

მიღებული ტექნიკური გამოცდილების და შედუღების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანია ანვითარებს კომპლექსური ობშორული აღჭურვილობის წარმოებას, რომელთა დამონტაჟება ხდება ნავთობის საზღვაო პლატფორმებზე, მთელი მსოფლიოს მაშტაბით. აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს ყველაზე მაღალ მოთხოვნებს, განსაკუთრებით სანდოობას.

პროდუქციის პირდაპირი მიმღებები არიან სკანდინავიური და გერმანული კორპორაციები.

ZUPBADURA ამზადებს დანადგარებსა შემდეგი მიმართულებებისთვის:

  • ოფშორი: დანადგარები და მანქანები, რომლებიც ყენდება საბურღ პლატფორმებზე, როგორებიცაა: Travelling Block, Crown Block, Mousehole, Iron Roughneck, Elevated Backup Tong, Winch და სხვა.
  • ზღვა: დეკომპრესიული კამერები და კრანები
  • ენერგია: თბოგადამცემები, კონდენსატორები და ტურბინის ნაწილები
  • მშენებლობა: ფოლადის კონსტრუქციები, ბარაბნები
  • გემთმშენებლობა: კრანები და ჯალამბარები
  • წყალქვეშა და სხვა დანადგარები, კლიენტების მოთხოვნილებიდან გამომდინარე

კომპანიის მენეჯმენტი

საბჭოს თავმჯდომარე – ტადეუშ ბადურა, MSc, EWE
საბჭოს ვიცე პრეზიდენტი – მარტა ოლეიკევიჩი, MSc

ამ დროისთვის კომპანიას ჰყავს 200 თანამშრომელი. დასაქმებულთა ფართო სპექტრის გამოცდილება აძლევს კომპანიას საშუალებას, კლიენტების მოთხოვნილებების შესაბამისად მოამზადონ ტექნიკური დოკუმენტაცია. კომპლექსურ და მცირე ზომის კონსტრუქციებზე მუშაობა ყოველთვის მიმდინარეობს შედუღების მენეჯერისა და ხარისხის მართვის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ.

კომპანია მუშაობს ISO 9001 სტანდარტით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხსა და ეფექტურობას. თითოეული შემდუღებლის კვალიფიკაცია დასტურდება შესაბამისი ორგანიზაციის გაცემული სერთიფიკატებით, ისეთი მიერ გაცემული როგორებიცაა: TUV, DNV, ABS, UDT.

Zupbadura-ს აქვს NDT პროცედურები, მე-3 დონის კვალიფიკაციის მქონე ინსპექტორების მიერ აღიარებული. ყველა შემოწმება შედუებული დაწილები მდგრადობაზე თარდება ჩვენი ინსპექტორების მიერ, რომელთაც გააჩნიათ მე-2 ან მე-3 დონის კვალიფიკაცია.

იმასთვის რომ უზრუნველვყოთ შეღებვის უმაღლესი ხარისხი, კომპანია ახორციელებს ზედამხედველობას საკუთარი ინსპექტორების მეშვეობით, რომელთაც გააჩნიათ Frosio 2 ან 3 სერთიფიკატი

ჯილდოები:

  1. Mouflons – საუკეთესო მიკრო და პატარა კომპანია (2013)
  2. Feminine faces – (ბიზნეს კონკურსი) კატეგორია: პროფესიონალები – წლის მენეჯერი, საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, მარტა ოლეიკევიჩი (2013)
  3. Świdnica-ს ქალთა ფორუმი – Plebiscite Woman with Passion – კატეგორია: ქალი მეწარმე – საბჭოს ვიცე პრეზიდენტი, მარტა ოლეიკევიჩი (2015)
  4. ქვემო სილეზიის Gryf Biznesu 2016, კომპანიას კატეგორიაში „ინოვაციურობა“
  5. შრომის ინსპექციის ჯილდო – 1 ადგილი “დამსაქმებელი”, უსაფრთხო სამუშაოს ორგანიზატორის კატეგორია.

 

 

 

 

 

12 ივლისი 2018