პოლონური და ქართული ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა 19 ივნისს თბილისში გაიმართა.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები თბილისში ვიზიტად მყოფ, პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის, ვიეკოპოლსკას, დელეგაციის წევრებს შეხვდნენ და პირისპირი მოლაპარაკებები გამართეს. პოლონური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდა პოლონურ-ქართული სავაჭრო და სამრეწველო პალატის საქართველოს ოფისის პრეზიდენტი მარჩინ რუტოვიჩი.

მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ მოეწყო „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის დეგუსტაცია.

შეხვედრა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით გაიმართა.

 

Source: https://bit.ly/2Mc4Gzq

12 ივლისი 2018